რჩევები

პირველადი დახმარება

 

კბილის ტკივილი

 

პირველი რაც ტკივილის დროს უნდა გააკეთოთ, ეს არის კბილის გაწმენდა, შესაძლოა მასში ჩარჩენილი იყოს საჭმლის ნარჩენები. ამიტომ თბილი, მარილიანი წყლითა და ჯაგრისით ნელა გაიწმინდეთ კბილი. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ასპირინი. თუ კი კბილის მხარეს სახე შეგიშუპტდათ ამ შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი. და გარედან დაიდეთ ცივი კომპრესი. აუცილებლად მიდით ექიმთან.

 

ტუჩის, ენის ან ლოყოს უნებლიე მოკბეჩა

 

პირველ რიგში , თუ არის ამის შესაძლებლობა დაიდეთ ყინული. მან შეიძლება შეაჩეროს სისხლდენა. დასაშვებია სტერილური ბინტით ოდნავ დაჭერაც. მაგრამ თუ კი სისხლდენა არ გაჩერდება, აუცილებელია მიმართეთ პირველადი დახმარების პუნქტს.

 

ბრეკეტის დაზიანება ან გატეხვა 

 

დაზიანებული ბრეკეტის გამოღება თქვენით მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული თუ კი მისი გამოღება ტკვილს არ იწვევს და იოლია. არ ეცადოთ და არ გამოიღოთ თქვენით ღრძილში შესული მავრთული. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხეთ სტომატოლოგს.

 

კბილის გატეხვა

აუცილებლად გამოივლეთ თბილი წყალი. დააკვირდით რომ ნატეხი არ გადაგეყლაპოთ. შეგიძლიათ გარედან დაიდოთ ცივი კომპრესი. მაგრამ აუცილებელია დროულად მიაკითხოთ სტომატოლოგს.

სარძევე კბილის ამოვარდნა

 

დაკეცეთ სტერილური ბინტი და დაადეთ ჭრილობას.წესით რამდენიმე წუთში სისხლდენა შეჩერდება, თუ არა და მიმართეთ სტომატოლოგს.

Comments are closed.