ენდოდონტიური მკურნალობა
ენდოდონტია
ენდოდონტიური მკურნალობის მიზანია, შეინარჩუნოს კბილი, როგორც საღეჭი აპარატის ფუნქციონალური ერთეული და აღადგინოს დაზიანებული ქსოვილების მდგომარეობა.
კბილების ტკივილის მიზეზი არის ნერვის რეაქცია ანთებით პროცესებზე, ნერვი კბილის არხში და ღრუშია მოთავსებული აუცილებელია მისი ლიკვიდაცია და ანთების საწინააღმდეგო ხარისხიანი მკურნალობა.
კლინიკაში არხის მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება ხდება, როგორც ხელის ასევე მანქანის(ენდობუნიკი) თანამედროვე ინსტრუმენტებით. ამის შემდეგ კი არხის სრულყოფილი ობტურაცია(ამოვსება, დაბჟენა, გაუწოვადი საბჟენი მასალით).
კლინიკაში ასევე გამოიყენება აპექსლოკატორი _ რითაც ვადგენთ ფესვის არხის ზუსტ სიგრძეს.
არხის დაბჟენის მეთოდი სხვადასხვაა რომელიც პაციენტთან სრულყოფილი კონსულტაციის დროს აირჩევა და შეთანხმდება.