პაროდონტოლოგია

პაროდონტოლოგია

 

ღრძილების დაავადებები_ გინგივიტი და პაროდონტიტი საკმაოდ წარმატებით იკურნება. ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.

პაროდონტი  წარმოადგენს ქსოვილთა კომპლექსს, რომელიც გარს ეკვრის კბილს და აკავებს თავის ბუდეში. ეს არის ღრძილი, ძვალი და პერიოდონტი.

პაროდონტის მკურნალობა ხდება 2  მეთოდით; კონსერვატიული და ქირურგიულით. 

        პაროდონტიტის დროს ხდება ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვების წარმოქმნა, რაც ავიწროვებს ღრძილს და ანთებას წარმოქმნის. დიდი რაოდენობით მკვრივი ნადები იწვევს კბილის ირგვლივ იოგის რღვევას,  შემდეგ კი კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების  და წარმოიქმნება პათოლოგიური ჯიბე. პათოლოგიური ჯიბე საუკეთესო სათავსოა მავნე მიკრობებისათვის.პაროდონტიტის შედეგად მიმდინარეობს კბილების რყევა და კბილის  ფესვი შიშვლდება. ღძილებიდან ჟონავს  სისხლი, და მძიმე ფორმის დროს  ჩირქოვანი გამონადენიც .

პაროდონტის ანთებითი პროცესების გამომწვევ  მიზეზა შეიძლება ჩაითვალოს კარიესი,რომელიც არ იქნა დროულად ნამკურნალები, ღძილის მექანიკური და ქიმიური გაღიზიანება კბილის ნადებით, კარიესული ღრუს კიდით, გადმოკიდებული  ბჟენით, ორთოდონტიული აპარატით, მედიკამენტებით, არასწორი თანკბილვით.

par2par3par4

ანთება იწყება ღრძილზე და შემდეგ პროცესი გადადის ძვალსაზრდელაზე და ძვალზე. პაროდონტის ქსოვილებში ანთების  გავრცელების  სიჩქარე დამოკიდებულია ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარზე გარეგანი გამღიზიანებლისადმი,მის იმუნიტეტზე.

პაროდონტის დისტროფიული დაზიანების მიზეზად ასევე მიჩნეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

  ჯანმრთელი ღრძილები, ჯანსაღი პირის ღრუს აუცილებელი კომპონენტია. პაროდონტოლოგიური მკურნალობა მიმართულია პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის აღდგენისკენ და პათოლოგიურის დათრგუნვისკენ, რაც წარმატებით ხორციელდება მკურნალობის სრული კურსის ჩატარებისას. რომელიც მოიცავს როგორც ზოგად ისე ადგილობრივ თერაპიას.

 ეტაპები: 1. კბილების გაწმენდა ნადებისა და ქვებისგან

                        2.მედიკამენტური მკურნალობა- 10 დღიანი ანთების საწინააღმდეგო

                            მკურნალობის კურსი.

Comments are closed.