კბილების ქიმიური გათეთრება

Zoom5laser-teeth-whitening

რა არის კბილების გათეთრება?

კბილების გათეთრება – სტომატოლოგიური პროცედურები, რომლებიც მიმართულია პაციენტის კბილების ფერის შესაცვლელად.  ჩვენ ვიყენებთ ზუმის მასალას „Everbrite “

 

გათეთრების პროცედურის დაწყების წინ, ექიმი განსაზღვრავს მინანქრის ნატურალურ ფერს და შეაქვს მონაცემები სპეციალურ ბარათში. ფერი განისაზღვრება სპეციალური — Vita-ს შკალით. გათეთრების დამთავრების შემდეგ კი, ახალი მონაცემები კვლავ შეაქვთ ბარათში, თვალსაჩინო შედარებისთვის.
შემდეგ ეტაპზე ხდება ღრძილების და ლოყების იზოლაცია კბილებისგან, რათა გამოირიცხოს გელის მოხვედრა რბილ ქსოვილებზე.
გელი, რომელიც თავსდება კბილების ზედაპირზე, შეიცავს დაახლოებით 25% წყალბადის ზეჟანგს, რომელიც ზუმ-ლამპის ზემოქმედებით გადაიქცევა ატომურ ჟანგბადად. შედეგად ხდება ქიმიური რეაქცია: გელი აღწევს კბილის ქსოვილში, ზემოქმედებს პიგმენტზე და ხდის მას გამჭვირვალეს და წყალში ხსნადს.

როგორც წესი, კბილები თეთრდება 3-4 ტონით, იმისდამიხედვით როგორია საწყისი ფერი და ქსოვილის სტრუქტურა.
თუ პაციენტს აქვს რაიმე სახის ხელოვნური კონსტრუქცია (ვინირი, ბჟენი, გვირგვინი, ხიდი), მათი გათეთრება მხოლოდდამხოლოდ მათი შეცვლით შეიძლება.
ასეთ შემთხვევაში ჯერ ტარდება გათეთრების პროცედურა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფერის შერჩევა ახალი ვინირისა თუ გვირგვინისთვის.
ზუმ-ლამპით გათეთრების პროცედურა საკმაოდ მარტივი, სწრაფი და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთდერთი, რისთვისაც მზად უნდა იყოთ, ეს მინანქრის მგრძნობელობის მომატებაა. პირველი 2 დღის მანძილზე პაციენტს ენიშნება “თეთრი დიეტა” —- არ შეიძლება ფერადი საკვების და სასმელის გამოყენება: შავი ჩაი, ყავა, ჭარხალი, სოიოს პროდუქტები და სხვა. რეკომენდებულია თავის შეკავება სხვადასხვა მჟავის შემცველი პროდუქტებისგან: ციტრუსები, ახალი ხილი და ა.შ. რათა არ მოხდეს მინანქრის მგრძნობელობის პროვოცირება. ნუ იღელვებთ, ეს მხოლოდ დროებითია __ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომატებული მგრძნობელობა გაივლის.

 ხშირად ერთმანეთში ერევათ კბილების პროფესიონალური წმენდა ულტრაბგერითი სკალერით, ან AirFlow აპარატით, როდესაც ხდება მინანქრის ზედა ფენიდან ნადების მოცილება და გათეთრება. ეს ორი სრულიად განსხვავებული პროცედურებია: მინანქარიდან ზემოხსენებული მეთოდებით ნადების მოშორება ცალკე არსებული ძალზედ საჭირო პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურაა, გათეთრებასთან მას არანაირი კავშირი არააქვს.

 რაც შეეხება გარემოებებს, რომლის დროსაც არ შეიძლება გათეთრების ჩატარება:

  1. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (კბილების გატეთრებას ყოველთვის მოსაწრებთ, არ ღირს ამის გაკეთება ორგანიზმისთვის ისედაც რთულ პერიოდში).
  2. წყალბადის პეროქსიდზე ალერგია.
  3. მოზარდობის პერიოდი (გათეთრება არაა რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, იმდენად რამდენადაც ჯერ არაა დასრულებული ფესვის მწვერვალების ფორმირება).
  4. ბრეკეტების ტარებისას (ადვილი მისახვედრია, რომ მინანქრის ზედაპირი არათანაბრად გათეთრდება).
  5. მინანქრის ეროზია.

 zoomlampsmile

 

Comments are closed.