სქაისები

სტომატოლოგიაში სიახლეს წარმოადგენს კბილების მორთვა თვლებით  (სკაისები, სვაროვსკის სტრაზები) ეს მინიატურული კბილის სამკაულებია, სპეციალურადაა შექმნილი სტომატოლოგიისათვის.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც განაპირობებს თქვენს ორიგინალურობას.

დღეისათვის სტომატოლოგიური სამკაულების დამზადება დაიხვეწა, აღარ საჭიროებს ემალის დაზიანებას და მის დამუშავებას.  სამკაულის მოცილებისას კბილზე არანაირი დეფექტი არ რჩება, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ყველაზე ხშირად, სამკაულების მონტაჟი ხდება ზედა კბილებზე – წინა ან გვერდით საჭრელებზე. ასეთი კბილები არ საჭიროებენ რაიმე განსაკუთრებულ მოვლას, საკმარისია ჩვეულებრივი, ყოველდღიური, ჰიგიენური მანიპულაციებიც.

კბილების სამკაულებთან დაკავშირებით, დასმული

ყველაზე ხშირი შეკითხვები:

რა არის სკაისი?
ძალიან პატარა, იუველირული სამკაული, სპეციალურად დამზადებული სტომატოლოგიისათვის.

როგორ მაგრდება?
პროცედურა იგივეა რაც ბრეკეტების შემთხვევაში. არ აზიანებს კბილს და მარტივი მოსახსნელია.

რამდენ ხანს ძლებს სკაისი კბილზე?
ჩვენი ინსტრუქციით, ბუნებრივ კბილებზე დაყენებული სკაისები ძლებს მანამ სანამ არ მოისურვებთ მათ მოხსნას.

აზიანებს თუ არა კბილს?
არა! სკაისი ეწებება კბილს, როგორც ორთოდონტიული ბრეკეტი.

როგორ მოვიხსნათ?
სამკაული აუცილებლად უნდა მოხსნას ექიმმა–სტომატოლოგმა, იხსნება მარტივად როგორც ბრეკეტი. შემდგომ ხდება კბილის ზედაპირის გადაპრიალება და პოლირება. შორდება მხოლოდ საბჟენი მასალა და არა ემალი.

უშლის თუ არა კბილების ხეხვას?
არა, კბილის სამკაული მხოლოდ ჰიგიენის სურვილს აღძრავს. რადგან ლამაზი ღიმილი  მეტ ყურადღებას მოითხოვს.

შესაძლებელია თუ არა კბილების პროფესიული წმენდა?
დიახ! სკაისი ნამდვილად არ უშლის ექიმს, სრულყოფილად შეასრულოს მისი სამუშაო. სკაისის ქვეშ მყოფი კბილის ნაწილი, ჰერმეტულადაა დახურული და მიკრობების შეღწევა გამორიცხულია, ხოლო სკაისის ზედაპირის გასაპრიალებლად გამოიყენება უფრო რბილი ჯაგრულა.

ძნელია თუ არა მასთან შეგუება?

სკაისის სისქე მხოლოდ 0,5 მმ. ძირითად მას გრძნობთ მონტაჟიდან რამოდენიმე დღე. შემდგომად ყველა შეგრძნება ქრება.

შესაძლოა თუ არა მათი მონტაჟი მოზარდებში?
სკაისების დაყენების არანაირი უკუჩვენება არ არსებობს. მაგრამ, მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში.

skyce2

 

 

 

Comments are closed.