ბავშვთა სტომატოლოგია

      ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვს, მოიპოვოს ექიმის ნდობა, შეითვისოს პირის ღრუს მოვლის მარტივი წესები. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ თქვენს პატარას ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილი მთელი ცხოვრება.

განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით ბავშვებს, რომელთაც უარყოფითი წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ ადრე ჩატარებულ  სტომატოლოგიურ მანიპულაციასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ჩვენს ბავშვთა სტომატოლოგებს დიდი გამოცდილება აქვთ.

 ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.  ბავშვთა სტომატოლოგაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რომლებსაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით.

ფისურების ჰერმეტიზაცია

როგორც მოგეხსენებათ კარიესით უფრო მეტად ზიანდება კბილის საღეჭი ზედაპირები რომელსაც მბევრი ღარები და ჩაღრმავებები აქვს და შეუძლებელია მათი სრულფასოვნად გახეხვა. კბილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად შექმნილია მეთოდი, რომლის საშუალებითაც ახლად ამოსულ მუდმივ კბილებს ვფარავთ სპეციალური ლაქით, რომელიც წლების განმავლობაი იცავს კბილს კარიესისაგან. ამას ეწოდება ფისურების ჰერმეტიზაცია და სასურველია ჩაუტარდეს ყველა საღეჭ კბილს, ამოსვლისთანავე.

 

bavshvta2 (1)

კარიესით დაზიანებული კბილების მკურნალობა

კარიესით შეიძლება დაზიანდეს როგორც მუდმივი ისე სარძევე კბილები. მკურნალობა ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რადგან კარიესი ბავშვთა ასაკში (სარძევე კბილებში) მალე რთულდება პერიოდონტიტით სივდება ყბის მიდამო, იწევს ტემპერატურა და ჩნდება ზოგადი სისუსტე. დროზე ადრე ამოღებული სარძევე კბილის მიდამოში კი მუდმივი კბილები არასწორი პოზიციით ამოდიან და ირღვევა თანკბილვა. ამიტომ სასურველია კბილების დროული დაბჟენა (დაპლობვა).

 

bavshvta3 (1)

მშობლების საყურადღებოდ!

თანამედროვე  სტომატოლოგია საშუალებას იძლევა  თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება -  ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე. 

-  ეცადეთ, ბევრი ესაუბროთ ბავშვს იმაზე,  რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნოა და ისეთი საშიში არა, როგორც ამას ბავშვები აღიქვამენ. 

-  პატარაობიდანვე შეაჩვიეთ პირის ღრუს ჰიგიენას, დააინტერესეთ  იგი ფერადი ჯაგრისებითა და სხვადასხვა არომატის მქონე საბავშვო კბილის პასტებით. 

- არ იფიქროთ,რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება, ეს ხომ პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი მუდმივი კბილების ამოჭრასთან. 

- ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოყავით დღე, რომელსაც დუთმობთ ბავშვთა სტომატოლოგთან ვიზიტს, თუნდაც არცერთი კბილი არ საჭიროებდეს მკურნალობას, რათა ბავშვს გაუჩნდეს ექიმის ნდობა და სიყვარული სამომავლოდ. 

- არასოდეს დააშინოთ ბავშვი ექიმით. გახსოვდეთ, მოზარდის შეხედულებებს სტომატოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსაზღვრავს თავად მშობელი. 

ჩვენთან კლინიკაში შექმნილია ბავშვისთვის ყველანაირი პირობა , ასე რომ გელოდებით პატარებო !

 

 

 

Comments are closed.