ქირურგიული მკურნალობა (ბავშვთა და მოზრდილთა)

თანამედროვე 21 საუკუნის ქირურგიული სტომატოლოგია რადიკალურად განსხვავდება წინა საუკუნეებში სტომატოლოგიისგან. დღევანდელობაში უპირველესი როლი უკავია უმტკივნეულო მანიპულაციის ჩატარებას, რაც შემდგომი მკურნალობის ხარისხს ამაღლებს  ხელს უწყობს და დიდ კომფორტს უქმნის პაციენტს. გაუტკივარება ერთ-ერთი ეტაპია ყველა ქირურგიული მანიპულაციის წინ, რის შემდეგაც იწყება კბილის ექსტრაქცია .

კბილის ექსტრაქცია ხდება იმ შემთხვევაში როდესაც აღარ შეიძლება მისი მკურნალობა, რაც გამოწვეულია ან პაციენტის დაუდევრობით ან არასწორედ ჩატარებული მკურნალობის ხარჯზე, რის შემდეგადაც ხდება ფესვის მწვერვალებზე ანთებითი პროცესები. ასევე კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილების  ქრონიკულად ანთებადი პროცესების გამო რომლის დროსაც ხდება ალვეოლური ძვლის განლევა

- კბილის ამოღების ჩვენება პირობითად ორგვარია: სასწრაფო და გეგმური. კბილის სასწრაფოდ ამოღების აუცილებლობა წარმოიქმნება მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს, რომელიც ძვალზე ვრცელდება (პერიოსტიტი, ოსტეომიელიტი), ასევეკბილის ძლიერი ტკივილის დროს, როცა ადეკვატური მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია

 ან  რადესაც კბილის შენარჩუნება შეუძლებელია და  მისი არსებობა  ხელსშემშლელია ნორმალური თანკბილვისთვის (ორთოდონტიული მკურნალობის დროს)

 

ჩვენი კლინიკის ლიცენზირებული ქირურგები უმტკივნეულოდ ინდივიდუალურად შერჩეული ანესტეტიკებით ანხორციელებენ ამბულატორიულ ქირურგიულ მანიპულაციებს, 

 წინასწარი პრემედიკაცია კი ამ უსიამოვნო პროცედურას ნაკლებ ტრევმულს ხდის პაციენტის ფსიქიკისთვს.

 

 

images (2) 1306697207

თანამედროვე  სტომატოლოგია საშუალებას იძლევა  თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება -  ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე. 

-  ეცადეთ, ბევრი ესაუბროთ ბავშვს იმაზე,  რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნოა და ისეთი საშიში არა, როგორც ამას ბავშვები აღიქვამენ. 

- არასოდეს დააშინოთ ბავშვი ექიმით. გახსოვდეთ, მოზარდის შეხედულებებს სტომატოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსაზღვრავს თავად მშობელი. 

აქ პატარა პაციენტები უმტკივნეულოდ ჩატარებული მანიპულაციების შემდეგეცნობიან თუ როგორ უნდა მოუარონ კბილებსრომ  მომავალში მხოლოდ ჰიგიენისთვის გვესტუმრონ.

 

 

 

Comments are closed.