ორთოპედია

      ორთოპედიული მკურნალობის (პროთეზირების) ჩვენებაა კბილების სრული, ან ნაწილობრივი ადენტია, კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დაზიანება, ესთეტიური და ფუნქციური დარღვევები.


ორთოპედიული კონსტრუქციები შეიძლება იყოს მოუხსნელი, ფიზიოლოგიური (ღეჭვითი ზეწოლის გადანაწილება ხდება მხოლოდ საყრდენ კბილზე), მეტალოკერამიკა, ცირკონის გვირგვინები, მეტალოპლასტმასა, პლასტმასა და მეტალი.

ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები, ნახევრად ფიზიოლოგიური (ღეჭვითი ზეწოლის გადანაწილება ხდება როგორც ალვეოლაზე „ ღრძილზე“ ასევე საყრდენ კბილზე), ბიუგელისებური პროთეზი.

მოსახსნელი პროთეზები, არაფიზიოლოგიური (ღეჭვით ზეწოლას განიცდის მხოლოდ ალვეოლა „ ღრძილი“) პლასტმასის ფირფიტოვანი პროთეზები, სილიკონური (ელასტიური) პროთეზები.

მოუხსნელი კონსტრუქციები:
კბილის მოუხსნელი პროთეზებიდან ყველაზე პოპულარულია მეტალოკერამიკის გვირგვინები. მეტალოკერამიკა უფრო ახლოსაა თავისი ესთეტიური და ფიზიკური თვისებებით ბუნებრივი კბილების მინანქართან.

 

 

მეტალოკერამიკის გვირგვინები გამოიყენება იმ კბილებზე რომლის ბჟენით აღდგენა ვერ ხერხდება ან ბჟენით აღდგენილი კბილები საჭიროებენ მეტალოკერამიკული გვირგვინებით გადაკვრას, უფრო მყარი ფიქსაციისთვის. მეტალოკერამიკა შედგება ორი ნაწილისაგან მეტალისა და კერამიკისაგან (ფაიფური). 

მეტალი
კერამიკა

მეტალი უზრუნველყოფს სიმტკიცეს, ხოლო კერამიკა ესთეტიურ მხარეს. მეტალოკერამიკის კარკასი ანუ ლითონი უმეტეს შემთხვევაში მზადდება ქრომ-კობალტის (Cr-Co) შენადნობისაგან, კარკასის ჩამოსხმის შემდეგ ხდება კერამიკის (ფაიფურის) მასების დადება და გამოწვა კერამიკულ ღუმელში. მეტალოკერამიკის ხელოვნური გვირგვინი არ განსხვავდება ბუნებრივი კბილის გვირგვინისაგან. მეტალოკერამიკის დახმარებით შეიძლება მარტივიდან ყველაზე რთული დეფორმაციის კბილების პროტეზირება.


ცირკონის გვირგვინები

ცირკონიუმის გვირვინები – ეს არის ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური მასალა. სიმტკიცით ცირკონიუმის გვირგვინები არ ჩამოუვარდება მეტალოკერამიკის გვირგვინებს. ამ მასალის ჰიპოალერგიული და ბიოშეთავსებადი თვისება ფართოდ არის ცნობილი მედიცინაში, ხელოვნური მენჯ-ბარძაყის სახსრებისათვის სფერული თავების დამზადება- რასაც ასევე ახასიათებს განსაკუთრებული სიმტკიცე, ახლა კიდევ უკვე გამოიყენება სტომატოლოგიურ ორთოპედიაში და იმპლანტოლოგიაში. ამასობაში მას აქვს სასიამოვნო თეთრი ფერი რაც ძალიან ესთეტიურია კბილთა პროტეზირებაში. ცირკონიუმის ოქსიდის საფუძველზე დამზადებული გვირგვინები საშუალებას იძლევა მივაღწიოთ კბილების ბუნებრივ გამჭირვალეობას. რთული დასაჯერებელია რომ ეს არის ცირკონიუმის გვირგვინები და არა საკუთარი ბუნებრივი კბილები.

პროთეზირება ცირკონიუმის გვირგვინებით ალერგიული პაციენტებისათვის მგრძნობიარე კბილებით, რომლებსაც აქვთ მაღალი ესთეტიკური მოთხოვნები არის საუკეთესო საშუალება. მაშასადამე ულითონო კერამიკის პროთეზი ცირკონიუმის ოქსიდის საფუძველზე, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს პაციენტების ყველაზე მაღალი მოთხოვნები:ჰიპოალერგიულობა, ბიოლოგიური შეთავსებადობა, ესთეტიურობა, სიმსუბუქე, სიმტკიცე და ცვეთმედეგობა.

ნაწილობრივი მოსახსნელი კონსტრუქციები: 
ბიუგელისებური პროთეზი გამოიყენება კბილების მრავლობითი დაკარგვისას, განსაკუთრებით უკანა კბილების. ბიუგელი მთლიანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი მოსახსნელი პროტეზებისაგან მიჩვევის და ხმარების მხრივ გამოირჩევა რიგი თავისებურებებით. პირველ რიგში მას არ აქვს შემაწუხებელი პლასტმასის სასა რომელიც მას ანიჭებს სიმსუბუქეს, რაც პაციენტს ეხმარება კონსტრუქციის სწრაფ შეჩვევაში. ასევე იგი უზრუნველყოფს ღეჭვითი ზეწოლის გადანაწილებას ღრძილსა და საყრდენ კბილებს შორის (ღეჭვითი ზეწოლის გადანაწილების მიხედვით ბიუგელი ნახევრად ფიზიოლოგიურია პროტეზია). ბიუგელი შეიძლება დამზადდეს როგორც ნეის ტიპის დამჭერ-დამყდნობი კლამერებით, ასევე ატაჩმენებით. ბიუგელი მოსახერხებელია და ადვილად შესაგუებელი, საუკეთესო ესთეტიური თვისებებებით.

მოსახსნელი კონსტრუქციები:
პლასტმასის მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები შეიძლება იყოს მთლიანი და ნაწილობრივი. მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი მზადდება უკბილო ყბაზე, როცა პირის ღრუში არ არის დარჩენილი არც ერთი კბილი, ხოლო ნაწილობრივი კბილებიან ყბაზე, როცა არის დარჩენილი რამოდენიმე კბილი. ნაწილობრივი ფირფიტოვანი მოსახსნელი პროთეზი საიმედოდ ფიქსირდება პირის ღრუში კლამერების საშუალებით, რომლებიც მაგრდებიან საყრდენ კბილზე. მთლიანი მოსახსნელი პროთეზის შემთხვევაში გააჩნია ალვეოლის (ღრძილის) განლევის ხარისხს, თუ ალვეოლა ძალიან განლეულია მაშინ პროთეზის ფიქსირებაში გვეხმარება საფიქსაციო წებო. პროთეზების მომზადება ხდება აკრილის ჯგუფის პლასტმასისაგან.

ნაწილობრვი მოსახსნელი
ფირფიტოვანი პროთეზი
მთლიანი მოსახსნელი
ფირფიტოვანი პროთეზი

სილიკონური (ელასტიური) პროთეზი. სხვა პროთეზებისაგან განსხვავებით, სილიკონურ პროთეზებს არ აქვს საფიქსაციო კლამერები,საკეტები და ატაჩმენები აქედან გამომდინარე, ხასიათდება მაღალი ესთეტიურობით, ძალიან მსუბუქია, არ შეიცავს მონომერს აქედან გამომდინარე არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, ბიოშეთავსებადია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რაც იძლევა მასთან ადვილად შეგუების საშუალებას. პლასტმასის მოსახსნელ ფირფიტოვან პროტეზსთან შედარებით სილიკონურ პროთეზზე კბილის დამატება არ ხდება.

მოსახსნელი პროთეზის მოსავლელად არსებობს მრავალი საშუალება და მეთოდი, რის შერჩევაშიც დაგეხმარებათ ექიმი-ორთოპედი.

 

Comments are closed.