იმპლანტოლოგია

 იმპლანტაცია იკავებს მნიშვნელოვან როლს თანამედროვე სტომატოლოგიის მაღალკვალიფიციურ მომსახურეობაში . იმპლანტაციის მიზანია არა მარტო ფუნქციური უკმარისობის აღდგენა, არამედ ესთეტიურად ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილის შექმნა.

კბილები, რომლებიც იქნა დაზიანებული ან ამოღებული სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლებელია აღდგენილ იქნას დენტალური იმპლანტატებით, რაც გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ესთეტიკა, ბუნებრივი კბილების შეგრძნება პირის ღრუში და მათი ფუნქცია.

  იმპლანტაცია ადგილობრივი გაუტკივარებით მიმდინარეობს. ის უმტკივნეულო და აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა.იმპლანტაცია ეს არის ზედა ან ქვედა ყბაში ხელოვნური საყრდენის შეყვანა. იმპლანტები გამოიყენება როგორც საყრდენები, რომლებზეც ფიქსირდება გვირგვინები, ხიდები, მოსახსნელი პროტეზები. იმპლანტანტი შედგება ორი ნაწილისგან: ერთი თავად იმპლანტისგან(შიგნითა ნაწილი), რომელიც არის დამზადებული ტიტანის შენადნობისგან, მისი შეყვანა ხდება ყბის ძვალში პატარა ქირურგიული მანიპულაციის საშუალებით და აბატმენტისაგან(გარეთა ნაწილი) რომელიც ასევე ტიტანისგან არის დამზადებული რომელიც მას შიგნითა ნაწილის ძვალთან შეხორცების შემდეგ ზემოდან გაუკეთდება.

41 dental_implants_1316891689

          კბილის იმპლანტის ოპერაცია არის ერთმომენტიანი და ორმომენტიანი.
ერთმომენტიანი: როდესაც ერთდროულად ხდება შიგნითა და გარეთა ნაწილის შეყვანა ყბის ძვალში და ორმომენტიანი: ჯერ ხდება შიგნითა ნაწილის შეყვანა და რამოდენიმე თვეში გარეთა ნაწილის.

იმპლანტანტისრიგიუპირატესობები:
ერთეული დეფექტის შემთხვევაში პროტეზირების დროს ჯანმრთელი კბილების ხიდისებური პროტეზისათვის დამუშავების თავიდან ასაცილებლად იმპლანტატი საუკეთესო გამოსავალია.
კბილების სრული დაკარგვისას იმპლანტის საშუალებით, თავიდან შეიძლება ავიცილოთ ფირფიტოვანი მოსახსნელი პროტეზი.
თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ კბილის იმპლანტაცია, მაშინ თქვენ აუცილებლად  უნდა გაიაროთ კონსულტაცია   ჩვენს ექიმ იმპლანტოლოგთან.

ჩვენს ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან იმპლანტატებს. იმპლანტაცია საუკეთესო საშუალებაა ყველა ადამიანისათვის, ვისაც აღენიშნება კბილის ერთეული ან მრავლობითი დეფექტი.

 არსებობს რამოდენიმე სამედიცინო უკუჩვენება, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ანალიზს, მიდგომას და მკურნალობას დენტალური იმპლანტატის ჩანერგვამდე. მათ მიეკუთნება:

• ქრონიკული სტომატოლოგიური დაავადებები
• სისხლის დაავადებები
• სხვადასხვა სახის ვირუსული დაავადებები

 თუ თქვენ უკვე გაქვთ პირის ღრუში ორთოპედიული პროთეზები, მაგრამ ისინი ქმნიან გარკვეულ უხერხულობას და არ გაკმაყოფილებთ ნებისმიერი მიზეზის გამო, მაშინ დენტალური იმპლანტაცია საუკეთესო საშუალებაა ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად. თქვენ არასოდეს არ იქნებით საკმაოდ დიდი ასაკის დენტალური იმპლანტაციის ჩასატარებლად იმიტომ, რომ  ასაკი არ არის გადამწყვეტი.

 

 

 

 

Comments are closed.