პირის ღრუს ჰიგიენა

 

პირის  ღრუს ჰიგიენა

-  მნიშვნელოვანია პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენის დაცვა. გახსოვდეთ, კბილების გაწმენდა უცილებელია დღეში ორჯერ – დილით, საუზმის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ. კბილების წმენდა უნდა გრძელდებოდეს 2-3 წუთი.

- კბილის ჯაგრისის ჯაგრულები სასურველია იყოს სინთეტიური, რაზედაც ნაკლებია მიკრობებისა და ბაქტერიების დაგროვების შანსი. გამოყენების შემდეგ ჯაგრისი ირეცხება და ინახება თავღია მდგომარეიბაში, ჯაგრულებით ზემოთ. ჯაგრისის განახლება ხდება 2-3 თვეში ერთხელ, რადგან გაცვეთილი ჯაგრულებით ვერ ხორციელდება კბილების სათანადო წმენდა.

-ასევე კომფორტულია ელექტრო-ჯაგრისებისგამოყენება, იგი თავად ახორციელებს სათანადო მოძრაობებს და მიუდგომელი ადგილებიდანაც იღებს კბილის ნადებს.

- პირის ღრუს მოვლის არომატული სავლები საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ფტორს, კალციუმს და კბილის ქსოვილებისათვის აუცილებელ სხვა კომპონენტებს, პროფილაქტიკურ საშუალებად უფრო ჩაითვლება და კბილების გახეხვის ალტერნატივას არ წარმოადგენს.

- ფლოსის (კბილის ძაფების) გამოყენება მნიშვნელოვანია კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისათვის. კბილთა შორის ადვილად გროვდება საკვების ნარჩენები, სანაცია ჩვეულებრივი ჯაგრისით ვერ ხორციელდება, დროთა განმავლობაში ამ უბნებში ხდება მიკრობების გამრავლება, რაც ღრძილების ანთების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ფლოსი ადვილად აღწევს კბილთა შორის და გამოდევნის იქ არსებულ საკვების ნარჩენებს.

ფლოსით კბილების გაწმენდა ფლოსით

ფლოსის გამოყენება ძალიან მარტივია, სასურველია, პროცედურა ჩატარდეს სარკის წინ. მოწყვიტეთ 20-25 სმ. კბილის ძაფი, ერთი ბოლო მარჯვენა საჩვენებელ თითზე, ხოლო მეორე – მარცხენაზე დაიხვიეთ, მათ შორის დაშორება 5 სმ. უნდა იყოს. ფაქიზად ჩასვით  ძაფი კბილებს შორის და გაატარეთ, შემდეგ გადადით სხვა კბილებზე.

- საღეჭი რეზინები ვერ შეცვლის კბილის გახეხვის პროცედურას, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი გამოყენება საზიანოა კბილებისათვის, მთავარია, საღეჭი რეზინა არ იყოს შაქრის შემცველი და მათი მოხმარება არ აღემატებოდეს 15-20 წთ-ს.

- აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ ეწვიოთ თქვენს სტომატოლოგს და ჩაიტაროთ კბილების პროესიული გაწმენდა, რაც გულისხმობს კბილებიდან რბილი და მაგარი ნადების მოცილებას. არსებობს კბილების პროფესიული წმენდის ორი – მექანიკური და უკონტაქტო  მეთოდი, რასაც პაციენტი ირჩევს ექიმთან შეთანხმებით.

 

Comments are closed.